"გოგონა საავამყოფოშია! ყველას ვისი შვილებიც იქ სწავლობენ მიაწვდინეთ ხმა" - ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს "პროფილი"

"პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში მენინგოკოკცემიის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა! გოგონა საავამყოფოშია! ძალიან გთხოვთ,ყველას ვისი შვილებიც იქ სწავლობენ ან აპირებენ სწავლას, მიაწვდინეთ ხმა!" - წერენ თოქ-შოუ "პროფილის" "ფეისბუქ" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში, მაია ასათიანის ქალიშვილი, ნუცა მახვილაძე საფრანგეთში მენინგოკოკცემიით გარდაიცვალა. გოგონა პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში სწავლობა. მისი გარდაცვალების შემდეგ უნივერსიტეტმა ნუცას სახელობის სტიპენდია დააწესა, რომელიც ქართველ წარჩინებულ სტუდენტებს გადაეცემათ სწავლის საფასურის დასაფინანსებლად.

კომენტარი