"სამძიმრებზე ვერ ვაანალიზებდი რა მოხდა, ფსიქოტროპული წამლებიც კი დამჭირდა" - რას წერს მიშო სულუხია დედაზე?

მომღერალი მიშო სულუხია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
"40 დღე გავიდა დედაჩემის გარეშე. ეს 40 დღე მთელ საუკუნედ მომეჩვენა. სამძიმრებზე ნამდვილად ვერ ვაანალიზებდი კარგად რა მოხდა და ყველაზე მძიმე ფსიქოტროპული წამლებიც კი დამჭირდა ამ ყველაფრის დასაძლევად. არაფერს გავურბივარ უბრალოდ მარტოს გამიჭირდა გამეძლო ასეთი დედის დაკარგვა როგორიც დედაჩემი იყო, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ადამიანების თანადგომა ჩემს მიმართ. პირველად გამიკვირდა და ცოტა ვიამაყე კიდეც იმ განცდით რომელსაც ადამიანების ყურადღება და სიყვარული ქვია. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მხოლოდ ეს არის ფასეული. დღეიდან შევეცდები რელსებზე დადგომა დავიწყო. დამეხმარებით ალბათ თქვენც, ვინც იგრძნობთ რომ თქვენი ძალით ან თუნდაც სიტყვით თანადგომას ვიმსახურებ. მაგრამ დედა რომ მენატრება ამას ვერაფერს ვუშველი. ახალი და საშინელი შეგრძნება ყოფილა უიმედოთ რომ გენატრება ვინმე".
შეგახსენებთ, რომ მიშო სულუხიას დედა მაია მილორავა სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

კომენტარი