სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკა ხოფერია: ეს ფოტო იმ დღეებში დავიყენე და ჩემს თავს სიტყვა მივეცი, ვიდრე მაია ეთერში არ დაბრუნდებოდა, ჩემთან იქნებოდა...

ნახეთ, როგორ მიულოცა დაბადების დღე ეკა ხოფერიამ მაია ასათაინს და რას წერს კოლეგის პირველ ეთერზე:

გილოცავ მაი... ქავერ ფოტოს შეცვლის დღე დადგა, ჩემო მაგარო მეგობარო, წარმატებებს შენ☀ მაია ასათიანი

ეს ფოტო იმ დღეებში დავიყენე და ჩემს თავს სიტყვა მივეცი, ვიდრე მაია ეთერში არ დაბრუნდებოდა, ჩემთან იქნებოდა. მე ვფიქრობ ასე, ვერაფერს განსაკუთრებულს ჩვენ ადამიანებისთვის მათთვის რთულ დღეებში ვერ გავაკეთებთ გარდა ორისა, გიყვარდეს ეს ადამიანი და გულწრფელად გიხაროდეს მისი პატარ-პატარა წარმატებები. დღეს მაიკოს დაბადების დღეა და დღეს ის ეთერში ბრუნდება. მართლა ძალიან მიყვარს ეს გოგო და მართლა მთელი გულით მიხარია მისი სიძლიერე. ეს სიყვარული მას ათასჯერ გააძლიერებს. გილოცავ მაიკო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100