სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მშრალ ხიდზე შევამჩნიეთ მამაკაცი, რომელიც ხიდიდან გადახტომას აპირებდა" - ნახეთ რას შეესწრო ჟურნალისტი

ჟურნალისტი და პიარ მენეჯერი, ლევან ქათამაძე, სოციალურ ქსელში საინტერესო ამბავს ჰყვება:
"მოკლედ ვეცდები გაგიზიაროთ ამბავი, რომელიც დღეს საღამოს მე და ანუნას გადაგვხდა. სეირნობისას მშრალ ხიდზე, საუბარში გართულებმა შევამჩნიეთ მამაკაცი, რომელსაც ერთი ფეხი უკვე სახელურის მეორე მხარეს ქონდა გადაყოფილი და ხიდიდან გადახტომას აპირებდა. მე ძაან დავიბენი, საბედნიეროდ არ დაიბნა ანუნა და პირჯვრის გადაწერისას, ამ ტიპს ხელი სტაცა და ჩამოიყვანა. იმდენად დაიბნა და თან გაუხარდა ამ ადამიანს საშინელებას რომ გადაურჩა, არ გაუპროტესტებია ანუნას ჩარევა. არ დაგვიწყია საუბარი იმაზე თუ რის გაკეთებას აპირებდა და არც ის შევიმჩნიეთ დაბნეულები რომ ვიყავით.

ეგრვე ვთხოვეთ მოედნამდე გამოგვყოლოდა. მარჯანიშვილის მეტრომდე ერთად ვიარეთ ფეხით. თავიდან უჭირდა საუბარი მერე მოყვა მის ისტორიას. მოკლედ ჩამოვიდა ბათუმიდან იმ პირობით რომ აქ მუშაობას დაიწყებდა, როგორც ჩანს მოატყუეს. უკან დაბრუნება კი არ უნდოდა რადგან სახლში, როგორც თავად ამბობს ავადმყოფი დედა ელოდება, რომელსაც წამლის ფულიც არ აქვს. ანუნამ შესთავაზა ღამის გასათევი, რაზეც კატეგორიული უარი მივიღეთ. ელბაქიძის ასახვევთან სკვერში წევს პირველ სკამთან. როგორც ყვება ერთი თვეა იქ ათევს ღამეს. რაღაც თანახა გვქონდა და მივეცით. ასვე ჩავუწერეთ ჩვენი ნომრები. გამოგვიტყდა რომ ურიკა უნდა, რომლის შესაძენი ფული არ აქვს. ჩვენ დავპირდით რომ ამ ფულს ავუგროვებდით. ის დაგვპირდა რომ თავის მოკვლაზე არ იფიქრებს და ბათუმში დაბრუნდება. ისიც თქვა ადამინების არ ჯერა, რადგან ბევრჯერ მოატყუეს. ხოდა რავიციი იქნებ გაქვთ სურვივილი დავეხმაროთ და ურიკის ფული ავუგროვოთ.

პ.ს პირველად გადამხდა მსგავსი რამ, მგონი ანუნამაც პირველად იხანა ხიდიადნ გადასახტომად გამზადებული ადამიანი. ვისაც სურვილი გექნებათ დახმარების შეგვეხმიანეთ. პ.ს პ.ს იქნენ თქვენც შეგიმჩნევიათ ელბაქიძის აღმართთნ სჯვერში საძილე ტომარაში გახვეული მამაკაცი, რომლიც, მისი თქმით ერთი თვეა იქ ღამეს ათევს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100