სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს ნუცაზე მაია ასათიანის მსახიობი და

მწვანე სკოლის ინფორმაციას ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდიის შესახებ მაია ასათიანის დაც აქვეყნებს:


"თბილისის მწვანე სკოლა აცხადებს კონკურსს ჩვენი ყოფილი მოსწავლის, ნუცა მახვილაძის, სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდია მოსწავლეს საშუალებას მისცემს მწვანე სკოლის საშუალო საფეხურზე (X-XII კლასი) სამი წლის განმავლობაში ისწავლოს უფასოდ.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური:
• აქვთ საუკეთესო აკადემიური მოსწრება;
• სწავლობენ საჯარო სკოლაში.


პირველ ეტაპზე სტიპენდიის მოსაპოვებლად საჭიროა:
• ელექტრონული განაცხადის შევსება (რეგისტრაციის ვადა - 17.06 – 30.06.2017);
• მოსწავლის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა საჯარო სკოლიდან;
• საბაზო საფეხურში შემავალი კლასების წლიური შეფასებები.


კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულმა მოსწავლეებმა უნდა დაწერონ სამოტივაციო წერილი და გაიარონ გასაუბრება სკოლის ადმინისტრაციასთან. ნუცა მახვილაძის სახელობის სტიპენდია ყოველწლიურად დაენიშნება ერთ მოსწავლეს", - ნათქვამია სკოლის განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100