სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი: ვახო რჩეულიშვილი კვდება, მაია უმძიმეს მდგომარეობაშია, რუსუდანს პატიმრობა მიუსაჯეთ, თქვენ ხო არ გაგიჟდით?!

ნახეთ, რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი რუსუდან კერვალიშვილის დაკავებასა და ზოგადად რჩეულიშვილების მდგომარეობაზე:

ვახო რჩეულიშვილი კვდება, უკვე გონება დაკარგა! მაია უმძიმეს მდგომარეობაშია კლინიკაში! გუკა პატიმარია! რუსუდანს დღეს პატიმრობა მიუსაჯეთ! თქვენ ხო არ გაგიჟდით?! და ჩვენც ხო არ გაგვიჟდით, ჩუმად რომ ვართ?!

„ეჭვიც აღარ მეპარება, რომ რჩეულიშვილებზე ვიღაც პირად შურისძიებას ახორციელებს. აქამდე მეგონა რომ ეჭვი იყო. დღეს დავრწმუნდი! Nino Darso -აქციები, სადაც გინდა, როცა გინდა. აქ ვარ! ყველაფერში შენს გვერდით!“- წერს ტელეწამყვანი.

ცოტა ხნის წინ ცენტრ პოინტის საქმეზე რუსუდან კერვალიშვილს სასამართლომ 4 წლითთავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე 4 წლით პატიმრობა მიესაჯა მაია რჩეულიშვილს.

ცენტრ პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსუდან კერვალიშვილი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100