სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"რაც უფრო წლები და ცოდნა მემატება უფრო მეტად ვცდილობ მოვიწონო და შევიყვარო ყველა ჩემი გარეგნული ნაკლი" - ალექსანდრა პაიჭაძის ეს პოსტი უნდა წაიკითხოთ

მოდელი და სერიალ "მზარეულების" მსახიობი, ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:
"ერთ ჩემთვის, საჭირბოროტო თემას მინდა შევეხო. იმის გამო რომ დირექტში ბევრი ისეთი ადამიანი მწერს რომელიც ამოფარებულია სხვის ფოტოს, ან სხვა თემებს ან სახელი აქვს გადარქმეული ან მოკლედ ვიზუალი..., განსაკუთრებით ბევრია გოგონები, სავარაუდოდ 13 წლიდან 28,30 წლამდე.... და ანუ დაახლოებით მივხვდი რომ ეს ცოტა პრობლემაა..

მთელი ცხოვრება არ მომწონდა ჩემი ასიმეტრიული ტუჩი, ოდნავ დახრილი მარჯვენა თვალი, ხორციანი მუხლები, და თქვენ წარმოიდგინეთ ბავშვობაში თითქმის იგივე პროექციის ვიყავი და მაკომპლექსებდა საჯდომი, მინდოდა flat ფიგურა, როგორც პარიზელ მოდელებს.... მერე ჩავედი პარიზში სადაც ყველა მოდელზე მსუქანი აღმოვჩნდი და 4 დღეში იმედგაცრუებული და განადგურებული უკან დავბრუნდი, იქ ისეთი გამხდარი გოგოები ვნახე ვთქვი რომ ამ პროფესიას სერიოზულად არასოდეს მოვეკიდები ასე თუ უნდა გავხდემეთქი....

რაც უფრო წლები და ცოდნა მემატება უფრო მეტად ვცდილობ მოვიწონო და შევიყვარო ყველა ჩემი გარეგნული ნაკლი და მინდოდა მეთქვა რომ არ ღირს საკუთარი თავის და გარეგნობის უარყოფა, უკმაყოფილების გამოხატვა და ამით დაკუთარი ქვეცნობიერის დათრგუნვა და გაბრაზება, პირიქით ეცადეთ ყოველდღე სარკის წინ რაც შეიძლება ბევრი შეაქოთ თქვენი თავი, ყურადღება ღირსებებზე გაამახვილოთ და ამაზე აქცენტირებულად საკუთარ "მე"ზე იმუშაოთ მანამ სანამ არ გათავისუფლდებით არასრულფასოვნების შეგრძნებისგან.....

განსაკუთრებით პატარები, თინეიჯერები, რომლებმაც ინტერნეტის მეშვეობით საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს,არ მოსწონთ გარეგნობაში, ზოგჯერ არაფერი, ამდენი ფოტოშოპისგან და fake ადამიანების ყურებით!!! ემეგობრეთ თქვენ თავს და ესიყვარულეთ. ვისაც ეს პრობლემა აწუხებს და გულთან ახლოს მიაქვს, ნახავთ, როგორ დამშვიდდებით და თანდათან გამშვენიერდებით როცა მიიღებთ საკუთარ თავს ბოლომდე..... ასე დამემართა მეც....) გახსენით accountები და დატკბით საკუთარი თავით! ჩვენნაირები ხო აღარ არსებობენ?!) ტკბილი ძილი", - წერს ალექსანდრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100