სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 წლის სალომეს ახალი წლის წინა დღეს დედა გარდაეცვალა, არც მამა ჰყავს და ვაგონში ცხოვრობს

აკა სინჯიკაშვილი და გოგა ჩანადირი თავის ფეისბუქ გვერდზე მორიგ ემოციურ პოსტს აქვეყნებენ:

აკა სინჯიკაშვილი:"ძალიან ბევრმა მომწერეთ ამ ბავშვზე და დღეს ერთად წავედით სანახავად მე და გოგა ჩანადირი. სალომეს მამა არ ჰყავდა, ახალი წლის დღეებში დედაც გარდაეცვალა და დაობლდა :/ დარჩა მხოლოდ დეიდა და მასთან ერთად ამ რაღაცაში ცხოვრობენ :/ გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და მათთან ერთად მე და გოგამ გადავწყვიტეთ რომ სხვა ორგანიზაციებთან ერთად ამ ბავშვს პატარა სახლი ვუყიდოთ, როგორიც მოგვივა ისეთი სახლზე უფლება არავის არ ექნება, სანამ სალომე 18 წლის არ გახდება. ვეცდებით ყველა საშუალება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ამ ბავშვმა ქუჩაში არ იცხოვროს ფული შეგროვდება ანგარიშზე და რაც იქნება, მაგის მიხედვით ვუპოვით რამეს, სკოლაში ივლის და კარგი ადამიანი დადგება როგორც შეძლებთ გამივრცელეთ ეს ამბავი, შეგვიძლია კიდევ ერთი ადამიანს მივცეთ სიცოცხლის და ცხოვრების საშუალება. ისეთი მაგარი ბავშვია თან... აბა ჩვენ ვიცით ...

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ:ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili"

გოგა ჩანადირი:

ეს 6 წლის სალომეა.
დედა ახალი წლის წინა დღეებში გარდაეცვალა. მამა არ ჰყავს.
სახლიც არ აქვს.
ცხოვრობს სამხედრო ჯიხურში, მეტრო ახმეტელთან, "კარფურის" უკან.
15 მარტს სალომე 7 წლის გახდება.

სალომე ოცნებობს, რომ საკუთარი საცხოვრებელი ჰქონდეს. ჯერ-ჯეეობით კი საოცნებო სახლი მას ფურცელზე აქვს დახატული.

აკა სინჯიკაშვილმა და მე ძალები გავაერთიანეთ, გადავწყვიტეთ, სალომეს ისეთი ბინა ვუყიდოთ, რის საშუალებასაც შეგროვილი თანხა მოგვცემს.
ბინა იქნება მის სახელზე და ისე გაფორმდება, რომ მეურვეს ან სხვა ვინმეს გაყიდვა ან იპოთეკით დატვირთვა არ შეეძლოს, ვიდრე სალომე ამას თავად არ გადაწყვეტს 18 წლის გახდომის შემდეგ.
შემოგვიერთდით, რომ შევძლოთ 15 მარტამდე.
ბავშვები ქუჩაში არ უნდა ცხოვრობდნენ.
თანხა უნდა გადარიცხოთ აკა სინჯიკაშვილის ნომერზე და მიუთითოთ სალომე
მამუდოვისთვის.

უკვე გვაქვს 550 დოლარი, რომელიც Enduro Club Georgia-ს წევრებმა შეაგროვეს და ისინი თანხის გაზრდას კვლავ აპირებენ.

ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili

ჩვენ ყველა შევძლებთ, რომ სალომეს საკუთარი სახლი ჰქონდეს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100