ლეღვის ფოთლების ნახარშის მორიგი მსხვერპლი 19 წლისაა

დამწვრობის ცენტრში დილის საათებში კიდევ ერთი პაციენტი, 19 წლის თბილისელი გოგონა მიიყვანეს, რომელმაც ლეღვის ფოთლების ნახარშის გადავლების შემდეგ ეფექტურად გარუჯვა სცადა. ექიმები ამ დრომდე არ ასახელებენ მის ვინაობას, თუმცა, ამბობენ, რომ მან სხეულის 30 პროცენტიანი დამწვრობა მიიღო. ამჟამად პაციენტი მოზრდილთა განყოფილებაში იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მოსახლეობას, გარუჯვის მიზნით არ გადაივლონ ლეღვის ფოთლების ნახარში, სტაფილოს წვენი, ლუდი და სხვა არაკოსმეტიკური საშუალებები, რადგან ამით მხოლოდ ჯანმრთელობას იუარესებენ.

კომენტარი