სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

News of the World-ის ყოფილი რეპორტიორი ლონდონში მკვდარი იპოვეს

ბრიტანული ტაბლოიდის, News of the World-ის ყოფილი რეპორტიორი, რომელიც გაზეთს უკანონო სატელეფონო მოსმენებში ადანაშაულებდა, ორშაბათს, დილით, ლონდონში მკვდარი იპოვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შონ ჰოარმა „ნიუ იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკანონო სატელეფონო მოსმენების თემა News of the World-ის რედაქციაში ბევრად უფრო გავრცელებული და პრაქტიკაში დანერგილი მეთოდი იყო, ვიდრე ეს გაზეთის რედაქციამ ადრე აღიარა.

პოლიცია ჯერჯერობით არაფერს ამბობს ჰოარის გარდაცვალების დეტალებზე, თუმცა, ჟურნალისტის სიკვდილში საეჭვო გარემოებებს ვერ ხედავს.

შეგახსენებთ, რომ ჰოარის განცხადებების შემდეგ აგორებული სკანდალის გამო დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაბლოიდი დაიხურა, რედაქციის რამდენიმე თანამშრომელი კი დააპატიმრეს.

პოლიციის განცხადებით, ჟურნალისტის ცხედარი კერძო სახლში, ლონდონიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარე უოტფორდში იპოვეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100