სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველ და რუს კანონმდებლებს შორის დებატები გაიმართა

ქართველ და რუს კანონმდებლებს შორის დებატები გაიმართა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში დებატები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიგი წერეთელს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს აკაკი მინაშვილსა და რუსეთის სახელმწიფოს სათათბიროს წარმომადგენლებს შორის გაიმართა.

ასამბლეის სხდომაზე უსაფრთხოების სფეროს მნიშვნელოვანი დოკუმენტები განიხილებოდა, რომლებიც რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და საქართველოში ეუთო-ს მისიის აღდგენას წინ არ აღუდგეს.

რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მხრიდან მწვავე წინააღმდეგობის მიუხედავად, მიღებულ დოკუმენტებში საქართველოსათვის პრიორიტეტული ყველა საკითხი გათვალისწინებულ იქნა.

55 ქვეყნის წარმომადგენელთა უმრავლესობამ საქართველოს დელეგაციის პოზიცია გაიზიარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100