სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ულოცავს ლიკა შუბითიძე ქმარს დაბადების დღეს

ასე იხსენებს ლიკა შუბითიძე ქმართან შეხვედრის ამბავს და მეორე ნახევარს დაბადების დღეს ულოცავს:

ერთ მშვენიერ დღეს, ერთ მშვენიერ კაფეში, ერთ მშვენიერ ბენდთან ერთად, ალბათ ერთ მშვენიერ სიმღერას ვმღეროდი, როცა ერთი მშვენიერი ბიჭი შემოვიდა...ბევრი ადამიანი შედის - გადის კაფეშიც და ყველგან, მაგრამ...
გავიცანი ეს მშვენიერი ბიჭი, რომელიც ბენდის წევრების მეგობარი აღმოჩნდა და იმ დღის მერე რამოდენიმეჯერ ვნახე იგივე კაფეში და ერთხელ ქუჩაში შემხვდა.. ეგ იყო და ეგ. მერე მე შტატებში წამოვედი.
ნიუ-იორკში ვცხოვრობდი უკვე როცა Facebook ით ვიპოვეთ ერთმანეთი და თურმე ისიც ნიუ-იორკში ყოფილა...
დავიწყეთ მუსიკის დაკვრა ერთად. მუსიკა - მუსიკაში შემოგვიყვარდა ერთმანეთი და დღემდე ვართ ესე მშვენივრად მშვენიერ ალექსანდრასთან ერთად.
ჰოდა, დღეს ამ მშვენიერი ბიჭის დაბადების დღეა და ვულოცავ, ვულოცავ, ვულოცავ და სურვილებს ჩემთვის დავიტოვებ და ცალკე ვეტყვი.
პ.ს. ამ პოსტს რომ ნახავს, გაიფიქრებს, ეს რეები დაუწერიაო, მაგრამ გაუხარდება, ვიცი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100