სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიკა ფაცაციას ბიძაშვილი მოუკლეს. მომღერლის პირველი კომენტარი

გასულ კვირას თბილისში, შეყვარებულის ყოფილი ქმრის მიერ მოკლული მიხეილ ცხაკაია მომღერალ და ტელეწამყვან თიკა ფაცაციას ბიძაშვილი გახლდათ.

ნათესავის გარდაცვალების შემდეგ თიკამ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა იმ ფოტოსთან ერთად, რომელზეც აღბეჭდილია ხეზე ამოჭრილი სახელი მიხო.

„ამ წარწერას მთელი ბავშვობა ვხედავდი ჩვენი ბებია ბაბუის სახლში, უკანა აივანზე საკუთარი ხელით რომ ამოეჩორკნა. დავხედავდი, გავიღიმებდი და გავივლიდი. დღესაც დავხედე და ცრემლებმა დამახრჩო.

მიხო, ჩემი ბიძაშვილი, საოცრად სათნო, მუდმივად მომღიმარი და კეთილშობილი ბიჭია, გამორჩეული იუმორით. ბევრი ბავშვური მოგონება ამომიტივდივდა. ერთად რომ "ვაშავებდით" ერთად რომ ვცელქობდით.

გავიზარდეთ, ამ ისტორიებზე ვიცინოდით. ისე ხშირად ვერ ვნახულობდით ერთმანეთს მაგრამ ყოველთვის მეიმედებოდა. მიხო ჩვენთან აღარაა, ეს "ვიღაცამ" გადაუწყვიტა, სიყვარულისთვის.

მიხოს მაინც ბევრი სიყვარული მიყვება, ზღვა სიყვარული.“ - წერს ფაცაცია პირად ფეისბუქ გვერდზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100