სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ასე ანუგეს ნიკა გვარამიამ და ნანუკა ჟორჟოლიანმა პროექტიდან გავარდნილი მიშო სულუხია

მუსიკალური პროექტი "იქს-ფაქტორი" გუშინ მიშო სულუხიამ დატოვა. ნიკა გვარამიას გუნდის წევრი აუთსაიდერებში დათუნა ლაზარიშვილთან ერთად აღმოჩნდა. ვინ დარჩებოდა პროექტში ჟიურიმ გადაწყვიტა. მიშოსა და დათუნას შორის ხმები გაიყო, საბოლოო გადაწყვეტილეობა კი ნინა სუბლატმა მიიღო, რომელმაც "იქს-ფაქტორში" სოფო ნიჟარაძის გუნდის წევრი, დათუნა ლაზარიშვილი დატოვა.

ნიკა გვარამიამ სულუხიას "ფეისბუქზე" უთანაგრძნო და პოსტი გამოუქვეყნა: "ყველაზე მაგარი ბიჭი ხარ. ყველაფერი კარგად იქნება, არ იდარდო. ყველაფერი ხდება, არა უშავს", - წერს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი.
მიშო სულუხიას გავარდნას გამოეხმაურა ნანუკა ჟორჟოლიანიც: "არ ვიყავი თბილისში და ლაივს ვერ ვუყურე, მაგრამ დედაჩემი (შენი გულშემატკივარი) დამხვდა ისეთი გაბრაზებული. მისი ფავორიტი იყავი და შემოგითვალა, რომ ეს ქვეყანა ცოტაა შენთვისო. ასე ფიქრობს ბევრი. წარმატებები მიშო", - წერს ჟურნალისტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100