სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მორიგი აფეთქება ავღანეთში: 17 ადამიანი დაიღუპა

შაბათს, თბილისის დროით დაახლოებით ღამის სამ საათზე ავღანეთის სამხრეთით, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის მსხვერპლი 17 მშვიდობიანი მოქალაქე გახდა, - ამის შესახებ Associated Press იუწყება.

ზაბულის პროვინციაში 13 ადამიანი დაიღუპა ავტობუსის აფეთქების შედეგად, რომელმაც ნაღმს გადაუარა. დაღუპულთა შორის ოთხი ქალი და ორი ბავშვია.

ყანდაღარის პროვინციაში კი, მარუფის გზაზე დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. როცა შემთხვევის ადგილზე ახლომახლო მცხოვრები ხალხი მივიდა, მეორე ნაღმი ამოქმედდა, რამაც კიდევ ორი ადამიანი იმსხვერპლა.

ასევე შაბათს, გვიან ღამით, ფარახის დასავლეთ პროვინციაში, ნაღმზე სამხედრო მანქანის აფეთქების შედეგად ერთი იტალიელი ჯარისკაცი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100