სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ერთიანი ეროვნული გამოცდების დღემ ექსცესების გარეშე ჩაიარა

ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღემაც განსაკუთრებული ექსცესების გარეშე ჩაიარა.

როგორც ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღევანდელ გამოცდაზე აბიტურიენტის დაგვიანების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

"ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დარეგისტრირებული აბიტურიენტების 98%-მა გაიარა, გამოცდაზე მხოლოდ 2% არ გამოცხადდა. საერთო ჯამში, გამოცდა 32000-მა აბიტურიენტმა გაიარა", - განაცხადა მიმინოშვილმა.

4-5 ივლისს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ.

ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის სოფო დოლიძის განცხადებით, ზოგადი უნარების ტესტები ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეა დაბეჭდილი.

"ზოგადი უნარების ტესტი 2 ნაწილისგან (მათემატიკური და ვერბალური) შედგება და 80 საკითხს მოიცავს. დავალების შესასრულებლად აბიტურიენტებს 3 საათი მიეცემათ: 1,5 საათი - ტესტის ვერბალური ნაწილის, ხოლო კიდევ 1,5 - მათემატიკურის შესასრულებლად. საცდელი ტესტირების საფუძველზე შემიძლია, ვივარაუდო, რომ დავალებები იმავე სირთულის იქნება, რაც წინა წლებში იყო. მინდა, აბიტურიენტებს ვურჩიო, რომ ტესტირებისთვის განკუთვნილი დრო სწრაფად და ეფექტურად გამოიყენონ და პასუხების ფურცელი დაკვირვებით შეავსონ", - განაცხადა დოლიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100