სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა გვარამიას პასუხი გიგი დედალამაზიშვილის დას

ჯგუფი მგზავრების რუსულ გასტროლებს ქართველების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა. ჩვენი თანამემამულეების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწყვია იმ ფაქტმა, რომ საქონცერტო ტურნეს შორის არის 9 აპრილს, პეტერბურგში ჩანიშნული კონცერტიც.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ქართველი მომღერლები სხვებთან ერთად ნიკა გვარამიამაც გააკრიტიკა და საკმაოდ უხეშად. გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა მგზავრების სოლისტის გიგი დედალამაზიშვილის და ნინი და გვარამიას სოფლიდან ცალი კალოშით ჩამოსული უწოდა.

ნინი დედალამაზიშვილის სიტყვები უკომენტაროდ არ დატოვა რუსთავი 2-ის შეფმა და სოციალური ქსელის საშუალებით გასცა პასუხი.

„გიგი დედალამაზიშვილის დავ, თუ იმას იზამენ მგზავრები, რასაც თქვენ წერთ და რაც ჯერ არავის არ უქნია, არათუ უკან წავიღებ ჩემს სიტყვებს, მაღალ ღმერთებსაც ვთხოვ, ყველა პატრიოტს შეეწიოს, მგზავრების ჩათვლით.

მანამდე, ანუ სანამ ამ ყველაფრის ამსახველ ვიდეოს არ ვიხილავთ, ჩემი დამოკიდებულება უცვლელი რჩება სიმბოლურ დღეს, 9 აპრილს მტრისთვის გამართულ ცეკვათამაშზე მტრის ბუნაგში. შესაბამისად, უცვლელად ვტოვებ ჩემს მიმართვას - მაღალო ღმერთებო, თქვენ შეეცით ყველა გამოყლევებულს.

ps სოხუმიდან თბილისში ცალი კალოშითაც არ ჩამოვსულვარ, ისე. ფეხშიშველი ჩამოვედი, აი თქვენ რომ სამღერლად ეახლებით, იმათი დამსახურებით.“ - წერს გვარამია პირად ფეისბუქ გვერდზე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100