სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უზბეკეთში 700 კილოგრამი ნარკოტიკი გაანადგურეს

უზბეკეთის სახელმწიდო უსაფრთხოების თანამშრომლებმა მთავრობის დავალებით 675 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება გაანადგურეს, მათ შორის 166, 3 კილოგრამიჰეროინი, 348 კილოგრამი ოპიუმი, 102 კილოგრამი მარიხუანა, 249 ათასი ერთეული ფსიქოტროპული ნივთიერებები და სხვა.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ნარკოტიკების განადგურება გაეროს წარმომადგენლების, მედიისა და საზოგადოების თანდასწრებით ხდება.
აღსანიშნავია, რომ 1994 წლიდან უზბეკეთში განადგურებულია 47 ტონა 546 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება.

ნარკოტიკების ბრუნვასთან დაკავშირებულ დანაშაულთან დაკავშირებით, 2010 წელს დაკავებულია უცხო ქვეყნის 115 მოქალაქე, მათ შორის ტაჯიკეთის, ავღანეთის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, რუსეთის, ირანის, თურქმენეთის, თურქეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მოქალაქეები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100