სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაქსიმ ღვინჯია: საქართველომ ვანუატუ აიძულა, ჩვენს აღიარებაზე უარი ეთქვა...

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დასავლელი კოლეგების დახმარებით აიძულა ვანუატუს რესპუბლიკა, უარი ეთქვა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე", - ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ გააკეთა.

"აღიარება კანონიერია - ჩვენ გვაღიარა ვანუატუს ლეგიტიმურმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა სატო კილმანმა. მისი ხელისუფლების ლეგიტიმურობა ვანუატუს საკონსტიტუციუ სასამართლომ 2011 წლის 13 მაისს აღიარა. ჩვენ ყველა შესაბამისი პროცედურა გავიარეთ", - აცხადებს ღვინჯია და აღნიშნავს, რომ გარდამავალი პერიოდის პრემიერის, ნატაპეის განცხადებები, შესაძლოა, მხოლოდ ერთს ნიშნავდეს: ის ვერ გაერკვა პრობლემაში და გარკვეულ ძალთა ზეწოლის შედეგად გააკეთა ეს განცხადება.

"გარკვეულ ძალებში საქართველოს ვგულისხმობ. ამ ქვეყნის საგარეო უწყების წარმომადგენლებმა თავიანთი დასავლელი კოლეგების დახმარებით ვანუატუელ პოლიტიკოსებზე ზეწოლა განახორციელეს", - აცხადებს ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100