სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აი, ასე ულოცავს ნათია ფანჯიკიძე ქალიშვილს დაბადების დღეს

ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის ქალიშვილი იუბილარია. აი როგორ ულოცავს დედა შვილს დაბადების დღეს:

დღეს ჩემი უკომფორტულესი კატუნა 19 წლის გახდა. პატარა რომ იყო, რომელ გვერდზეც დავაძინებდი, იმავე გვერდზე იღვიძებდა, სიმშვიდის და სიბუთქუნის განსახიერება. ასეთივე გემრიელობაა დღესაც. ნიკუშა რომ აჯაჯღანდება ხოლმე, "ჩემზე ნუ წერ!" "ჩემს ფოტოს ნუ დებ" "ჩემს გვერდზე კომენტარს ნუ აკეთებ", კატო ასე არ იქცევა. ტაქტიანი ადამიანი, სხვათაშორის მეტყვის ხოლმე, "რომ იცოდე, ფოტო, რომელიც დადე, არ მომწონს". ასე მაგრძნობინებს, რომ მის უკითხავად ჯობდა არ დამედო. დახვეწილია, ენაცვალოს მამა (შვილებში აღმოჩენილ ტაქტს და დახვეწილობას მამას მივაწერთ ოჯახში).
რათქმაუნდა, ბანალური სურვილი მაქვს, ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. მაგრამ ცოტა უფრო გლობალურსაც ვნატრობ, თავმოყვარე, სწორად განვითარებულ ქვეყანაში ეცხოვროს, სადაც სიკეთეს, ჭკუას, შრომას თავისი ფასი აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100