სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფესტივალი "არტ გენი" მირზაანში გაიხსნება

18 ივნისს, 12:00 საათზე, მირზაანში, ფესტივალი "არტ-გენი 2011"-ის გაიხსნება. ფესტივალის ორგანიზატორთა ინფორმაციით, "არტ-გენი 2011"-ის რეგიონალური ფესტივალის გახსნა გაიმართება კახეთში (ქიზიყში), ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც თავს მოიყრიან და თავიანთ შემოქმედებას წარმოადგენენ ფოლკლორისა და ხალხური რეწვის ოსტატები კახეთიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან.

ფესტივალი "არტ-გენი" წელსაც ტრადიციულად წარმოაჩენს ქართული ხალხური სიმღერის, საოჯახო ფოლკლორისა და ხალხური რეწვის ჩვენთვის უცნობ ოსტატებს, რითაც ხელს უწყობს საუკეთესო ძირძველი ტრადიციების პოპულარიზაციას.

"არტ-გენი 2011" ეძღვნება განათლების მნიშვნელობას, რომელიც გულისხმობს ცოდნისა და ტრადიციების უკეთ გაცნობასა და გადაცემას წინაპრიდან შთამომავალზე, რითაც ხელს უწყობს ახალგაზრდებში ინტერესის გაღვივებას მათი ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ.

23 ივნისს, მეორე რეგიონალური ფესტივალი "არტ-გენი" გაიმართება ქალაქ რუსთავში, სადაც თავს მოიყრის რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა

25-26 ივნისს მოეწყობა "არტ-გენის" რეგიონალური ტური, რომელიც დასრულდება ფოთში, მალთაყვას ტბის პირას. ტურის პროგრამაში შედის მცხეთის და უბისას მონახულება. მალთაყვას ტბის პირას ფესტივალი გაიმართება 26 ივნისს, 12:00 საათიდან, სადაც თავს მოიყრიან, ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და ხალხური რეწვის ოსტატები.

ფესტივალის მხარდამჭერები: კულტურის და ძეგლთა დაცვისა სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია. ფესტივალის გენერალური სპონსორი: "ბანკი კონსტანტა".

ფესტივალის პარტნიორები: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო და გ. ჩიატაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100