სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აკაკი მინაშვილი: პოლიტიკურ შენობებთან მანიფესტაციის გამართვის უფლება არ შეიზღუდება

"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი აკაკი მინაშვილი ირწმუნება, რომ პოლიტიკურ შენობებთან მანიფესტაციის გამართვის უფლება არ შეიზღუდება.

"პარლამენტის შენობასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქციების ჩატარებაზე 20 მეტრამდე შეზღუდვა არ დაწესდება. პოლიტიკურ შენობებთან შეკრებაზე შეზღუდვებს კანონპროექტი არ ითვალისწინებს, თუმცა სასამართლოებთან და სამხედრო ნაწილებთან 20 მეტრიანი რადიუსი მკაცრად იქნება განსაზღვრული" - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს აკაკი მინაშვილმა.

უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის თანახმად, აკრძალვის კუთხით 20-მეტრიან რადიუსს დაქვემდებარებულ შენობებს შორის პარლამენტის შენობა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია მართლაც აღარ ფიგურირებს, თუმცა ამავე კანონპროექტით დგინდება, რომ ადმინისტრაციული ორგანო, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც მანიფესტაცია იმართება, უფლებამოსილი ხდება, შეკრების ჩატარების ადგილი შენობის შესასვლელიდან თავადვე განსაზღვროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100