სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თელაისის მათემატიკა" - გლდანში მარტოხელა დედა ელექტროენერგიის გადასახადის დაგვიანებისთვის დააჯარიმეს

ფეისბუქ მომხმარებელი სოფო სხირტლაძე აქვეყნებს თელასის ქვითრის ფოტოს და საკუთარი გასაჭირის შესახებ წერს.

„SOS!!! გთხოვთ არ დაიზაროთ და გააზიაროთ!

დღეს 14 მაისს, მომივიდა ქვემოთ წარმოდგენილი ქვითარი,ჩემი დანახარჯია 186,73 მაგრამ მიმდინარე გადასახადი წარმოდგენილი მაქვს 535,44. ამ ციფრების დანახვაზე წნევა თუ არ დამარტყავდა არ მეგონა. დავრეკე ქვემოთ ხსენებულ ცხელ ხაზზე და ვთხოვე გავერკვიე რისთვის დამაკისრეს სადეპოზიტო დავალიანება 349,30. პასუხი მივიღე შემდეგი: "იცით რა არის ქალბატონო? აპრილის თვის გარდა, წინა თვეებში აგვიანებდით გადახდას და თელასმა გადაწყვიტა დეპოზიტზე თანხა დაგარიცხინოთ, თუ არ გადაიხდით შეგიწყდებათ ელ.ენერგია" პატივცემულო თელასის წარმომადგენლებო, დავიჯერო ვერ ხვდებით რატომ ვაგვიანებდი თანხის გადახდას? თუ გგონიათ რომ 23 წლის გოგოს სკლეროზი მაქვს და მავიწყდებოდა გადახდა?

ზოგადად არ მიყვარს ჩემს პრობლემებზე საჯაროდ საუბარი რადგან უპრობლემო დღეს არავინაა, მაგრამ ბოღმისგან და სიმწრისგან თავის მოკვლის სურვილი მიჩნდება ახლა. რამოდენიმე თვეა უკვე უმუშევარი ვარ, მყავს 4 წლის გოგონა და ავადმყოფი დედა, ტყავში ვძვრები რომ მშივრები არ ვისხდეთ და აი ამ სიტუაციაში მთხოვენ ამხელა თანხის გადახდას, ციდან ფრინავს ეს ფული? თუ მეც თქვენსავით პრემიები დამერიცხება??

მიწასთან ვარ გასწორებული და ზემოდან კიდე მიწას მაყრით. არ ვაპირებ და არც მაქვს საშუალება რომ ეს თანხა გადავიხადო, გადავიხდი მხოლოდ იმ თანხას რაც მეკუთვნის და თუ შემიწყვეტთ ელ.ენერგიას, ვფიცავ ჩემს პატარა შვილს, დავიწყებ შიმშილობას საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან. რა მნიშვნელობა აქვს სახლში ვიჯდები მშიერი თუ სუფთა ჰაერზე!!!!!!!!!!!“ - წერს სოფო სხირტლაძე

SOS!!! გთხოვთ არ დაიზაროთ და გააზიაროთ! დღეს 14 მაისს, მომივიდა ქვემოთ წარმოდგენილი ქვითარი,ჩემი დანახარჯია 186,73 მ...

Posted by Sopuna Skhirtladze on Thursday, 14 May 2015

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100