სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნინო ბურჯანაძე ლევან გაჩეჩილაძისა და სხვების "ქართული პარტიიდან" წასვლას გამოეხმაურა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ლევან გაჩეჩილაძის, კოკა გუნცაძის და კახა მიქაიას მიერ ქართული პარტიის დატოვებას გამოეხმაურა

მისი თქმით, ყველა პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე, რომელსაც უყვარს საქართველო და რომელიც ხედავს საქართველოს ახლანდელ პერსპექტივებს, უნდა დადგეს ხალხის გვერდით და მათთან ერთად იბრძოლოს ხელისუფლების შესაცვლელად.

"ლევან გაჩეჩილაძე იყო ის ერ-ერთი პოლიტიკოსთაგანი, რომელიც 26 მაისს ოჯახთან ერთად მოვიდა და ხალხის გვერდით ბოლომდე გმირულად იდგა. ნაცემია მისი ძმა, მისი შვილები. ეს ყველაფერი ძალიან დასაფასებელია და პატივსაცემია. რაც შეეხება ქართულ პარტიას ჩვენ უკვე დიდი ხაინა ვიცით, რომ პარტიაში განხეთქილება იყო. პარტიის წევრების ნაწილმა ხალხთან დგომა არჩია. ნაწილმა კი დრამატულად ნეგატიური როლი ითამაშა მაისის მოვლენებზე. ეს შეეხება ეროსი კიწმარიშვილს, ირაკლი ოქრუაშვილსა და ჩემ და სამწუხაროდ სოზარ სუბარს", - განაცხადა ბურჯანაძე.

იგი ასევე გამოეხმაურა ეროსი კიწმარიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 18 მაისს ის შეხვდა ნინო ბურჯანაძეს და საერთო გეგმის შემუშავებაზე ესაუბრა.

"არ მაინტერესებს ეროსის განცხადებები, რადგან ის ხელისუფლების თამაშს თამაშობს. ჩვენ გვქონდა კონკრეტული გეგმა და ამ გეგმას მივყვებოდით. ასევე განცხახადეთ რომ გაუგებარ და ბურუსით მოცულ გეგმას არ დავეთანხმებოდით და არ გავიზიარებდით", - დასძინა ბურჯანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100