სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბადრი ბიწაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ბადრი ბიწაძეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, - ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისა განაცხადა. მისი თქმით, ბიწაძის ადვოკატ სამაუშიას დაურეკა გამომძიებელმა კახა სირაძემ რომელმაც აცნობა სასამართლოს ჩატარებს შესახებ.

"დღეს დილით 10 საათზე გამართულა სასამართლო პროცესი. ჩემთვის ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ეს არის სასამართლოს მხრიდან სრული კანონის დარღვევა, რადგან მათ მიერ წამოყენებული 48-სათიანი ვადა ჯერ არ გასულა. ის იწურება დაახლოებით 1 საათში და სასამართლოზე ბიწაძეს აუყვანეს სახაზინო ადვოკატი და შეუფარდეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის სრული პროცედურული დარღვევა რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმისკენ რომ საქართველოში არ არსებობს არანაირი სამართალი, კანონი და არანაირი პროცედურები. საქართველოში არსებობს მხოლოდ მიშასა და ვანოს სამართალი", - განაცხადა დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა.

ბურჯანაძის თქმით, სააკაშვილ ს სურს რომ მისი ოჯახის წევრები მძევლებად აიყვანოს.

"მან კარგად იცის, რომ მე არ შევჩერდები და ბოლომდე გავაგრძელებ ბრძოლას. რაც შეეხება ბიწაძეს დააკავებენ თუ არა..... ნახევარი საქართველო არის დაკავებული და ბიწაძეც, რომ მიემატროს ეს არაფერს შეცვლის. მე ჩემი ოჯახის წევრებისა და მთელი საქართველოსთვის ვიბრძოლებ. დააპატიმრებენ ჩემი ოჯახის წევრებს ეს იქნება მათთვის ცუდი, ხოლო თუ მოკლავენ ან მომკლავენ ეს იქნება უარესი სააკაშვილისთვის, რადგან მე თუ არ ვიქნები ცოცხალი ხალხი დარჩება, რომელიც სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებს", - განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100