ამ ბიჭების მკვლელებს ტრა*ში ცოცხები, რომ გათხარონ, საპროტესტო აქციაზე რამდენი გამოხვალთ?!

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში 10 კაცი მოკლეს. გაზრდილი კრიმინალის გამო მოქალაქეები აღშფოთებას სოციალურ ქსელშიც გამოხატავენ. გთავაზობთ რამდენიმე პოსტს, რომლებიც ცნობილმა ქართველებმა საკუთარ ფეისბუქ გვერდებზე გამოაქვეყნეს.

თიკო სადუნიშვილი: ამ ბიჭების მკვლელებს ტრაკში ცოცხები, რომ გათხარონ, საპროტესტო აქციაზე რამდენი გამოხვალთ?!

გიგა ტაბიძე: ისეთი მდგომარეობაა გარეთ გასვლის მეშინია, სადმე წასვლის მეშინია, ხალხმრავლობის მეშინია, ჩემი მეგობრების გამოც მეშინია, ყველაზე ვნერვიულობ, კვირა არ გავა ვინმე არ დაჭრან ან არ მოკლან, რაიმე მოიფიქრეთ, ვისაც გეხებათ ან ვისაც არ გეხებათ, ჩვეულებრივად თავს დაუცველად ვგრძნობ, საქმეს მიხედეთ სრული საგიჟეა, ჩვეულებრივი პათოლოგი ნაბიჭვარი მანიაკები არიან ჩვენს ირგვლივ, რამ გაგაბოროტათ და გაგამრავლათ თქვენს დედებს შევეცი რაა !!!!!!

ნანუკა ჟორჟოლიანი: არა და უახლოეს წარსულში ყველაზე უსაფრთხო ქალაქი იყო თბილისი!

ნიკა გვარამია: კიდევ ვიღაც ჩაუცხრილავთ დღეს ბარნოვზე. უბედურება ხდება საქართველოს ქუჩებში. პირველად ცხოვრებაში მეშინია ჩემი შვილების, ნათესავების და მეგობრების უსაფრთხოების გამო. ამიტომაც, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ვაფიქსირებ: უპრიანი იქნება, უუნარო შსს მინისტრმა დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

ირინა ონაშვილი: მთელი საღამოა ისეთ სტატუსებს ვკითხულობ რომ მეც შიშმა ამიტანა, ძალიან სამწუხაროა რომ ამდენი უბედურება ხდება, არადა მეგონა ჩემი შვილი ყველაზე უსაფრხო ქვეყანაში გაიზრდებოდა

ნინა წკრიალაშვილი: ჭიკაიძე ან იმუშავე ან წადი! ყოველდღე ვიღაცას კლავენ

მაია დარსმელიძე: ისე აწეწეს რომ საუკუნე ვერ დალაგდება... ყოველდღე ვიღაცას კლავენ...

მარკუს მეტრეველი: ღმერთო!!! რა ხდება ჩვენს ქალაქში, ქვეყანა დიდ სასაკლაოდ იქცა.. ყოველდღე მკვლელობა, საიდან დაუგროვდა ერს ამდენი ბოღმა, სიძულვილი, მტრობა? მაგრამ ჩვენ ხომ სიძულვილის დიდი ნიჭი გაგვაჩნია,,, ქილერების ქვეყანად იქცა უკვე, დილით ტაძრებშო პირჯვარს იწერენ? ღამე კი ერთმანეთზე ნადირობენ, სუფრაზე ძმაკაცობას ეფიცებიან ერთმანეთს, სუფრის ქვეშ კი ერთმანეთს ცოლებს ახევენ. ერი სამღვდელოება ტაბურეტკით და ჯვრებით ხელში დევნიან უმცირესობას ცემენ, აფურთხებენ, ქოლავენ რუსები კი საზღვრებს ჩვენი კარების წინ ავლებენ. სად ხართ ვაჯკაცნო ?? სად?? ერი დუმს.. სოფლებში დედას შვილი კლავს, ძმა დას აუპაიურებს, დედა შვილს ყიდის, შვილი დედას, ეკლესიას ამოფარებული კრიმინალები მორალს გვიკითხავენ, აქ ყველა გენიოსია, აქ ყველა მაგარია, აქ ყველა განათლებულია, აქ ხომ ყველა უმწიკლოა . გაკერილი ქალიშვილების ქვეყანა !!! ჩვენ ხომ ყველაზე ტრადიციების მიმდევარი ერი ვართ... არ მიკვირს .. ეს ხომ ის ერია რომელმაც გენიოსი ილია მოკლა!!!

კომენტარი