სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვახტანგ რჩეულიშვილი მიშა მესხს გამოექომაგა

ვახტანგ რჩეულიშვილი ცეკვავენ ვარსკვლავების ბოლო ტურს ეხმაურება და მიშა მესხს ექომაგება.

“მიშა მესხს ჟიურიმ ქულექბი დააკლო!

ეს ჩემი აზრია, თუმცა მიშაც დამნაშავეა, ვინაიდან ცოტა არასერიოზულდად იქცევა სცენაზე! გენიალური მოცეკვავეა (უფრო სწორედ გენიალური მოცეკვავის ყველა მონაცემები აქვს-მესხებს ტვინი და გენია რომ ფეხებში აქვთ, არავის გაუკვირდება.ქართველი პელე -თუ გარინჩა- იყო ბაბუამისი!) არაჩვეულებრივად მუშაა და ბევრს მუშაობს- მაგრამ ისე მოგაჩვენებს თავს სცენაზე, რომ ზარმაცი და ნიჭიერი გგონია- სინამდვილეში მშრომელი და ნიჭიერია! ეს სურათები კი გუშინდელი შოუსია- მე, ნუცა, კატო, ჩაჩავების ოჯახი და ჩემი მეგობარი გრიშაა მეუღლითურთ-ანუ მიშას ფანეკლუბის ერთი პატარა ჯგუფი.

ფანების ყველაზე სერიოზული ჯგუფი შოუზე გუკას ჩამოყავს ხოლმე ოკუპირებული სოფ. დიციდან. იმას შემდგომში გაგაცნობთ. ამავე დროს დიცელებს სხვა მოცეკვავეებიც მოსწონთ-არ დაგიმალავთ მეც.” - წერს რჩეულიშვილი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100