სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ღლონტი: არ ვთვლი “რუსთავი 2“-ელებს კოლეგებად

მამუკა ღლონტი სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის მისამართით სტატუსს აქვეყნებს:

გუშინდელი მთავარი ამბის მიყურედების დამგმობელებს (რომელთა რიცხვში მეც ვარ) მინდა მივმართო და ავუხსნა რატომ არ ვთვლი “რ2“ ელებს კოლეგებად: ყველა “ომი“ მთავრდება ზავით, “რ2“ ისევე როგორც “მაესტრო“ იყო ამ ომის სხვადასხვა მხარეს მყოფი და მონაწილე. “რ2“ იბრძოდა აკრძალული წესებით და იყო ბოროტების სიცრუის და აღარ ჩამოვთვლი ათასი უბედურების ბუდე (ეს ჩემი სუბიექტური აზრია) “მაესტრო“ ცდილობდა ყოფილიყო ობიექტური მედია (რამდენად გამოგვივიდა ეს ცალკე ამბავია). დამთავრდა ეს ომი, მაგრამ ვერსად ვნახეთ (ზავი) და მოვისმინეთ “რ2“ ელების მონანიება ან მობოდიშება, გუშინაც როდესაც ნიკა გვარამიამ “მოუბოდიშა“ საზოგადოებას იქვე დიდი ტყუილი დააბრეხვა მოსმენებთან დაკავშირებით, როდესაც “რ2“ ელები სოლიდარობას მოითხოვენ, მინიმუმ სიმართლის და ობიექტურობის ბილიკზე მაინც უნდა იდგნენ. მდგომარეობა კი საპირისპიროა ბოდიშს, ტყუილი მოსდევს, ვინ არის ის ვინც მომთხოვს სოლიდარული ვიყო მატყუარასთან? აი ამიტომ ვერ ჩავთვლი მათ კოლეგებად და ვერ ვიქნები მათთდამი სოლიდარული. ჩემი აზრით “რ2“ არც არის მედია საშუალება, რა არის ამას აქ არ დავწერა არ ეწყინოთ. :))-წერს მაესტროს გენერალური დირექტორი/

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100