სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ

"ქართული პარტიის" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს საქართველოში ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.

ასე გამოეხმაურა შს სამინისტრო ოქრუაშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში დაბრუნდება და "საკუთარი ხალხის გვერდით ფზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად დადგება".

"კი, როგორ არა, ჩამოვა! შს სამინისტროს ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეუწყვეტია და ბუნებრივია, მას საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისთანავე დააკავებენ",- განუცხადა "პირWელს" შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის შეფმა შოთა უტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ორქუაშვილი ქართველ ოფიცრებსა და ჯარისკაცებს ღია წერილით მიმართავს, სადაც აცხადებს, რომ "რამდენიმე დღეში ქართველი ხალხი სააკაშვილთან და მის ხელისუფლებასთან ბარიკადებს მიღმა აღმოჩნდება". 

"ამ დროს მე ჩემი ხალხის გვერდით ვიდგები და სხვაგვარად არც შეიძლება. ვიდგები ხალხთან, ფიზიკურად და სიცოცხლის რისკის ფასად. თქვენი არჩევანი ისტორიას შეცვლის, თქვენი არჩევანი სირცხვილს ჩამოგვრეცხს, თქვენი არჩევანი საქართველოს გადაარჩენს თუ დადგებით ხალხთან და მე პირადად ერთი წუთითაც ეჭვი არ მეპარება, რომ სხვაგვარად არც შეგიძლიათ", - აცხადებს ოქრუაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100