სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნოე სურაბერიძის პასუხი ნანუკა ჟორჟოლიანს

სოციალურ ქსელში დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა რუსთავის ორისა და ტელეიმედის რეიტინგებს შორის სხვაობაზე ისაუბრა (იხილეთ სტატია შემდეგ ლინკზე: http://droni.ge/?m=9&AID=15259 ). ჟორჟოლიანისა და სხვა რუსთავი 2 -ელების სტატუსებს სოციალურ ქსელშივე გამოეხმაურა ცეკვავენ ვარსკვლავებისა და ორი ვარსკვლავის პროდიუსერი ნოე სურაბერიძე

„როგორც ვიცი, რეიტინგები ყველას ერთიდაიგივე მოგვდის, თუმცა მგონია ზედმეტად გახდა ყველაფერი აფიშირებული. ვერ ვხვდები რა შეიცვლება სოც.ქსელის ამხელა აუდიტორიიდან ნებისმიერი, ვისაც არანაირი კავშირი არ აქვს ტელევიზიასთან თუ გაიგებს რამდენად დიდი სხვაობით უგებს ,,ცეკვავენ ვარსკვლავები" ,,პროფილს", როგორ მოიგო ინგა გრიგოლიამ კონკურენტთან, რამდენად ხშირად უგებს თურქული სერიალები ნანუკას და ხოფერიას, ან პირიქით, რა ციფრით იმარჯვებს P.S. ან ,,ჩემი ცოლის დაქალები", და რა არის რეალური სხვაობა ,,ორ ვარსკვლავს" და ,,X ფაქტორს" შორის. ვფიქრობ ზედმეტად ხდება უკვე თემის ანგაჟირება და ამიტომაცაა (შეამჩნევდით ალბათ) რო გარკვეული პერიოდია გადავწყვიტე საერთოდ აღარ გამოვაქვეყნო მოგებული რეიტინგები და თქვენც იგივეს მოგიწოდებთ კოლეგებო, ასე უფრო სწორია.“ - წერს ნოე სულაბერიძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100