სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნანუკა ჟორჟოლიანი თინა ხიდაშელს მიმართავს

თინა, შენგან მიკვირს ეს. მიმაჩნია რომ შენ ხარ ის ადამიანი ვინც უდანაშაულობის პრეზუმფციას არ უნდა არღვევდე:) მშვიდად ვიყავი კოალიციაში რესპუბლიკელების ყოფნის გამო, ვფიქრობდი რომ ბევრ სტაჟიორ კოლეგას სწორედ თქვენ ასწავლიდით პოლიტიკური ანა - ბანას :) მაგრამ როგორც ჩანს ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე მაღლა, ყოველთვის პარტიული ინტერესები იდგება“ - ეს კომენტარი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნანუკა ჟორჟოლიანმა მას შემდეგ გააკეთა რაც, თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ კოდუას ბრალეულობა სასამართლოშიც დამტკიცდება.

აღნიშნული განცხადება თინა ხიდაშელმა მთავარი პროკურატურის განცხადების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. კერძოდ, მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსს გია სირაძეს ბრალი დაუმძიმა.

ხიდაშელის თქმით, საქართველოში ქართველი მაღალჩინოსნების მონაწილეობით თუ დავალებით ანგარიშსწორება ხდებოდა უსასტიკესი ფორმით და ამ მაღალჩინოსნებმა კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100