სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბაქრაძე: რუსეთი ცდილობს პროცესებზე ზეგავლენა ძალისმიერი მეთოდით მოახდინოს

”ის, რომ თბილისიდან 30 კილომეტრში რუსული ტანკები დგას, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ უსაფრთხოებას”, - ამის შესახებ დღეს თბილისში, დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ. მისივე შეფასებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფაქტობრივად პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთი ცდილობს პროცესებზე ზეგავლენა ძალისმიერი მეთოდით მოახდინოს. დავით ბაქრაძის განცხადებით, თუ რუსეთი მოახერხებს საქართველოს საზღვრების ძალით შეცვლას, ეს შესაძლოა, სხვა სახელმწიფოშიც სცადოს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გამოწვევაა მთელი ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიისთვის. დღესვე დემოკრატიათა თანამეგობრობის საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს თბილისის დეკლარაციას, რომელშიც საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100