სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოფელ კავშირში მტაცებლებმა საქონელი შეჭამეს

ლაგოდეხის რაიონის სოფელ კავშირში მტაცებლებმა ძროხა და ზაქი შეჭამეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სოფელ შრომის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ჯემალ მანგოშვილმა განუცხადა, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მგლების გარდა საქონელს თავს ფოცხვერიც დაესხა.

„მტაცებლები საქონელს თავს გამთენიისას დაესხნენ. ასეთი შემთხვევა სოფელში თითქმის 4 წელია არ ყოფილა. რაიონის გამგებელი საქმის კურსში ჩავაყენეთ. მტაცებლებისგან დასაცავად მონადირეთა ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც ღამის 3 საათიდან მორიგეობენ. ტყვია - წამლით გამგეობა დაგვეხმარა", - აღნიშნა ჯემალ მანგოშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100