სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეალობით განაწყენებული ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება

გუშინ რუსთავი ორის ეთერში ნანუკა ჟორჟოლიანის ოცნების გადაცემა გავიდა. ნანუკას შოუს ავტორს სტუმრად ჰყავდა მომღერლები ნინო ქათამაძე და თეონა კონტრიძე, რომლებმაც ნანუკა შოუს მაყურებლისთვის კონცერტი გამართეს. როგორც აღმოჩნდა ხმაურიანი პრომოსა და ტელეწამყავნის ახდენილ ოცნებად წოდებულ გადაცემას მაღალი რეიტინგი არ ჰქონდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში კომენტარს აკეთებს.

“გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებსთქო მაგრამ მაინც, რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები, რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს! ;)” - წერს ჟორჟოლიანი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100