სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში საქართველო–ევროკავშირის ჯგუფის სამუშაო შეხედრა გაიმართება

17-18 მაისს თბილისში საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესახებ ტექსტის შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრა გაიმართება.

"საუბარი შეეხება მთელ რიგ მექანიზმებს, რომელიც პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში განიხილება, მათ შორის პოლიტიკურ დიალოგს და რეფორმას, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობას, მართლმსაჯულებას, თავისუფლებასა და უსაფრთხოებას, ფინანსურ და ეკონომიკურ თანამშრომლობას", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.

მისი შეფასებით, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ურთიერთობის ახალი ეტაპია და მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად წარიმართოს.

"ბევრი ტექნიკური და ბიუროკრატიული ბარიერი არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის სამუშაო ჯგუფის შეხვედრები სისტემატიურად მიმდინარეობდეს, რადგან ყველა ტექნიკური საკითხის განხილვა მოხდეს", - აღნიშნა კალანდაძემ.

ბრიუსელიდან დელეგაციას ევროკავშირში შესაბამისი მანდატის მქონე პირი გუნარ ვიგანდი უხელმძღვანელებს, ქართული მხრიდან კი ევროკავშირთან მთავარი მომლაპარაკებელი - თორნიკე გორდაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100