რატომ სძულს ივანიშვილს სააკაშვილი?

პოლიტიკოს დამფუძნებელი და ტელეიმედის ყოფილი დირექტორი გიორგი არველაძე სოციალურ სელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც დრონი.გე უცვლელად გთავაზობთ

„ძალიან ბევრი ახლობელისგან მესმის ხოლმე, ივანიშვილს ისე ეზიზღება სააკაშვილიო, რომ ალბათ რაღაც "ლიჩნი ნიპრიაზნი" აქვსო, ბევრს აინტერესებს რა აწყენინა მიშამ ესეთი, რითი შეაძულა ასე თავი... ათას სისულელესაც იგონებენ, რაც როგორც წესი, სიმართლესთან ისევეა ახლოს, როგორც მე ჩინეთის კედელთან...

სინამდვილეში მას მართლა აქვს პირადი ზიზღი და აი რატომ:

სინამდვილეში მიშა ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსი და შესაბამისად "ნაციონალური მოძრაობა" ერთადერთი პოლიტიკური პარტია იყო, რომელიც ივანიშვილს მისი სიმდიდრის გამო არ ეთვალთმაცებოდა და ვაზელინით თავგაპოხილი თვალებში არ შესციცინებდა. პირიქით, მის მიმართ ყოველთვის ისეთი დამოკიდებულება ჰქონდათ, როგორც მის ინტელექტსა და "ადექვატურობას" შეესაბამებოდა (ეხლა ხომ უკვე თქვენც იცით მისი ინტელექტისა და ადექვატურობის შესახებ). მიშა ერთადერთი ტიპი იყო, რომელის გვერდზეც ის თავს ვერ გრძნობდა ღმერთად. მიშა ერთადერთი ტიპი იყო, რომელიც მან ვერ მოისყიდა (უამრავი მცდელობის მიუხედავად). მიშა ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი იყო, რომელიც მას დედამიწის ჭიპად და კაცობრიობის თვალად არ მიიჩნევდა.

არადა ივანიშვილმა ხომ დანამდვილებით იცის, რომ ადამიანთა მოდგმის თვალც, ჭიპიც და გენიაც თავად არის. ამიტომ, როგორც მისი კომპლექციისა და კომპლექსიის კაცს შეეფერება, დაიბოღმა... დაიბოღმა... დაიბოღმა... და ბოლოს ბოღმისგან რომ სულ მთლად "გაიჭაჭა", ჯერ პუტინს გაურიგდა, მერე ეფ-ეს-ბე-ს შუამდგომლობით ბედუკაძის შედევრი დაიბევა და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერა ის დიდებული პირველი წერილი იმ ქართველების იმედად ვინც მას ვაზელინ-წაცხებულები ელოდნენ სადიდებლად.

ოღონდ პარადოქსი იმაშია, რომ ერთი მიშას მიერ ღმერთად არ აღიარების გამო დაწყებული მისი ეს კამპანია იმით დამთავრდება, რომ საბოლოოდ მთელი ქართველი ერიც იგივე თვალით დაუწყებს მას ყურებას როგორც მიშა უყურებდა ყოველთვის.“ - წერს არველაძე სოციალურ ქსელში

კომენტარი