სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“საჭმელიც ოხრად გექნებათ და სექსიც”-იუნა შაფათავა პრეზიდენტობას აპირებს

სკანდალური მსახიობი და ტელეწამყვანი იუნა შაფათავა საზოგადოებას მორიგი განცხადებით შოკში აგდებს.

როგორც იუნას “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებიდან ჩანს, ამჯერად მას პრეზიდენტობა სურს და საინტერესო დაპირებებსაც იძლევა.

თუ ასე გაგრძლედა, შესაძლოა, ოთხი პრეზიდენტობის ქალი კანდიდატი გვყავდეს: ნინო ბურჯანაძე, სალომე ზურაბიშვილი, ნესტან კირთაძე და იუნა შაფათავა.

მათ კი, ვინც ქალ პრეზიდენტზე ოცნებობენ, არჩევანის გაკეთება ამ ოთხ ქალბატონს შორის მოუწევს. თუმცა, სანამ ხმის მიცემას გადაწყვეტდეთ, ჯერ იუნას წინასაარჩევნო დაპირებებს გადაავლეთ თვალი:

“პრეზიდენდობაზე კანდიდატურის წარდგენა დაგვიანდა? გუშინ შეცდომით თუ ჩავრთე და კანდიდატებზე გული წამივიდა. ისევ მე გერჩივნოთ, საჭმელიც ოხრად გექნებათ, სექსიც და ნულოვანი ტოლერანტობაც – პოლიტიკოსებს. უცხოელი დიპლომატებისგან და მსოფლიოსგან კი ხარკს მოვკრიბავდი ყველაზე ბედნიერი ერის სანახავად.”
სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა გვერდი “ავირჩიოთ იუნა შაფათავა პრეზიდენტად”

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100