სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი ქალების მხურვალე მადლობა ხელისუფლებას

„პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბევრი ცუდი მოხდა საქართველოში.

ციხეებიდან გამოუშვეს კრიმინალები. რაც ყველაზე სამწუხაროა ამნისტირებულთა შორის მოხვდნენ პედოფილებიც და არასრუსლწლოვანთა გაუპატიურების ფაქტების რიცხვმა კატასტროფულად იმატა.

საქართველოს იმიჯი საგარეო ასპარეზზე შეილახა.

ეკონომიკის ზრდა შეწყდა.

უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი (ახალი სამუშაო ადგილები კი არ ჩანს).

ამ ხელისუფლებამ შექმნა სასულიერო პირების გასამართლების პრეცედენტი.

შეჩერდა არაერთი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტი.

დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს და მოკლედ რომ ვთქვათ ამ ხელისუფლებამ ჰაერში გაგვიყინა დაპირებული „ოცნებების ახდენა“

და მაინც, მხურვალე მადლობა ახალ ხელისუფლებას! დიდი მადლობა, რადგან ამ ხელისუფლების პერიოდში ტელეკომპანია მაესტროს ბიუჯეტი გაიზარდა, რამაც ამ ტელევიზიას მისცა საშუალება შეეძინა თურქული სერიალები და დღეს ქართველი ქალები ბედნიერები ვართ, ჩვენ სავაშ ბალდარის, ონურ ბეისა და სხვა თურქი გმირების სიყვარული გვაბედნიერებს.„ - აღნიშნული სტატუსი სოციალურ ქსელში ფართო საზოგადოებისთვის უცნობმა პიროვნებამ დაპოსტა, ლაიქებისა და კომენტარების რაოდენობიდან გამომდინარე droni.ge-მაც გადაწყვიტა მისი გამოქვეყნება. პოსტის ავტორმა, მის გამოქვეყნებაზე უარი არ გვითხრა, მაგრამ საკუთარი სახელისა და გვარის ინკოგნიტოდ დატოვება გვთხოვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100