სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლალი მოროშკინა: ჩემი ფეხები ხომ უფრო კარგად იყიდება ვიდრე...

არჩევნების შემდეგ სკანდალურმა ლალი მოროშკინამ სტატუსი შეიცვალა, მინისტრის მრჩევლად დაინიშნა და ხმაურიანი ინტერვიუების ნაცვლად სერიოზული განცხადებების კეთებაც დაიწყო. თუმცა, როგორც სჩანს მედიათანამშრომლებმა მის ცხოვრებასა და კარიერაში არსებულ ცვლილებებს ფეხი ვერ აუწყვეს, რის გამოც მოროშკინა უკმაყოფილოა და საკუთარ აზრს ფეისბუქზე აფიქსირებს.

“მაგრად მიკვირს ჩემი ზოგიერთი კოლეგის(ჟურნალისტებს ვგულისხმობ), როდესაც ჩემს ინტერვიუს, რომელიმე სერიოზულ თემაზეა, არქივიდან შორტებიან ან დეკოლტეიან კადრებს რომ ურთავენ. არა, განა არ ესმით, რომ ასეთი კადრები უხდება სეზონურ თემებს, ზღვას, სიყვარულს და გართობას, რომელიც ღმერთს მადლობა არ მაკლია, მაგრამ ხომ არსებობს საქმიანი ქრონომეტრაჟი, რომელიც შესაბამის დრეს-კოდს მოითხოვს, ხოდა აარჩიეთ პირადი თუ სარედაქციო არქივიდან ისეთი ფოტოები, რომელიც კონტექსტს არ სცილდება, არ გაქვთ თუ? თუმცა სულ დამავიწყდა, ჩემი ფეხები ხომ უფრო კარგად იყიდება ვიდრე მავანთა ინტერვიუ....ოი, ოი, ოი ე მანდ კალამი არ მოგიტრიალოთ!!!!” - წერს მოროშკინა სოციალურ ქსელში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100