სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როდის და როგორ გააპროტესტებენ ლუდის და "ზასაობის" მოყვარულები ახალ კანონპროექტს?

საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება, ამავე ადგილას ადამიანის ღირსების და საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ყოფნა 300 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი - 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება. აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე სოციალურ ქსელში „სტატუსების წვიმა“ დაიწყო.

„ხალხი მარიხუანას ლეგალიზაციას ითხოვს, არადა მალე სიგარეტის მოწევასაც აკრძალავენ და ,,ამხანაგო შემოკლდით" ოცნებებში ! :)“

„ძვირფასო, იცი ამ ბოლო დროს, რომ გკოცნი კუპიურის გემოს ვგრძნობ...“

„არ მაკოცოთ კრედიტი მაქვს!“

„150 - 150 ლარი შევიდა ხელჩაკიდებული წითელ ბაღში...“

„მე მაპატიეთ, მარა საზოგადოებრივი დანაშაულის მომსწრე, მოქალაქეობრივი ვალი თუ არ მოიხადა და თუ არ აღკვეთა დანაშაული ტაბურეტკით, ან რაიმე სხვა მსგავსი ტიპის საშუალებით, აგრეთვე დასასაჯი არ უნდა იყოს??? )“

„და განვადებით კოცნა არ მოსულა?“

„შარვლებით სიარულს რამდენ, ხანში აგვიკრძალავენ ქალებს?“

ეს ახალი კანონით უკმაყოფილო ადამიანების ფეისბუქ სტატუსების მოკლე ჩამონათვალია. თუმცა აღშფოთებული საზოგადოების ნაწილი ცინიკური პოსტებით ვერ დაკმაყოფილდა და „ზასაობაზე“ ჯარიმის დაწესების გასაპროტესდებლად სპეციალური აქციაც კანონპროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში დაიგეგმა.

პარასკევს, 12 ივლისს 7 საათზე, რიყის პარკში იგეგმება აქცია, სადაც პროტესტის ნიშნად ლუდს დალევენ და ერთმანეთს ძალიან ბევრს აკოცებენ, აქციაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

„გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ პარლამენტს მიმართა შემდეგი ინიციატივით: „დასჯადი გახდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელების მიღება და ,,საზოგადოებრივი ზნეობის შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში" ყოფნა. (საჯაროდ ხვევნა-კოცნა 300 ლარით დაჯარიმდება) ალკოჰოლის სმა ქუჩებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, გარდა სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ადგილებისა დაისჯება. ასევე დაისჯება „კოცნა“. პირველადი ჯარიმა- 300 ლარი ფაქტის განმეორების შემთხვევაში- 500 ლარი მესამე ჯერზე- 700 ლარი და +15 დღე ციხე. ამიტომაც, პარასკევს 12 ივლისს, 7 საათზე შევიკრიბოთ რიყის პარკში და გამოვხატოთ პროტესტი. სასურველია თითო ბოთლი ლუდით მოსვლა და ბევრი კოცნა : )“ - წერენ ფეისბუქ ჯგუფში აღნიშნული საპროტესტო აქციის იდეის ავოტრები.

https://www.facebook.com/events/435931123181201/?ref=2

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100