სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიდეოპოზიტივი: მაიკლ ჯექსონის ჰიტებზე საოცრად აცეკვებული თუთიყუში (ვიდეო)

კაკადუ თუთიყუშის ყველასათვის კარგად ცნობილი სახეობაა, ამ ვიდეოჰიტზე კი, რომელმაც მსოფლიო ინტერნეტსივრცე ჯერ კიდევ 2007 წლიდან დაიპყრო და დღემდე პოპულარულია სოციალურ ქსელებში, თეთრმა კაკადუმ ყურადღება საოცარი ცეკვით მიიპყრო. წესით, სიტყვა „ცეკვა“ ბრჭყალებში უნდა იყოს, მაგრამ კაკადუს მანერები იმდენად სიმპტომატურია და რიტმულობის იმდენად საოცარ გრძნობას ამჟღავნებს, რომ ალბათ, ძნელია, მის მანერებს ცეკვა არ დაარქვა. ამ თუთიყუშის სხვა ვიდეორგოლებსაც მრავლად შეხვდებით ვიდეოპორტალებზე, თუმცა ამ ვიდეოში წარმოდგენილია მისი რეაქცია მაიკლ ჯექსონის ყველასთვის ნაცნობ ჰიტებზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100