სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

CNN-ის ვიდეოისტორია: ლიბია 14 თებერვლიდან 24 აგვისტომდე

ლიბიაში ყველაფერი 14 თებერვალს დაიწყო და 24 აგვისტოს, ტრიპოლიდან მუამორ კადაფის გაქცევით დასრულდა. "ჯამახირიის" ლიდერი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ საკუთარ რეზიდენციას "გრადებს" დაუშენდა და ლიბიელი ხალხი მის რეზიდენციაში მდგარ ლიდერის ბიუსტს ბაჯაღლო ოქროსგან დამზადებულ თავს მოაძრობდა, მერე კი ამ თავით ფეხბურთს ითამაშებდა. ვერც იმას წარმოიდგენდა, რომ მისი პოვნისთვის ჯილდოდ საკმაოდ სოლიდურ თანხას დააწესებდნენ: 2 მილიონი ლიბიური დინარის, ანუ 1,7 მილიონი აშშ დოლარის ჯილდოს გამოცხადების შემდეგ თუ მთელი არა, ნახევარი ლიბია მაინც ცოცხალ ან მკვდარ კადაფის დაუწყებს ძებნას. თუმცა, პოლკოვნიკი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ჯერ არ დასრულებულა და სულაც არ სჯერა ლიბიელი მეამბოხეების პათოსით ნათქვამი ფრაზის: "კადაფი დამთავრდა!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100