სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნაჯახით საკუთარი ენის დაჭრა - ყოველწლიური საზარელი ტრადიცია (ვიდეო)

"იმპერატორის ცხრა ღმერთის ფესტივალი" - ეს არის 9 დღიანი ბუდისტური ფესტივალი, რომელიც უკვე 150 წელს ითვლის და ყოველ შემოდგომას ტაილანდში იმართება. კერძოდ კი მას კუნძულ ფხუკეთზე აღნიშნავენ. ფესტივალი უცნაური და გამორჩეული იმითაა, რომ ასობით მონაწილე ღმერთებისა და იმპერატორის მიმართ თავის ერთგულების დამტკიცებას მისი მსვლელობის დროს ცდილობს. ეს ერთგულება კი თავის დასახიჩრებით გამოიხატება. ტრადიციების თანახმად, მონაწილეები იხვრიტავენ ენას, ტუჩებს, ლოყებს, კისერს და ა.შ. მათი რწმენით, რაც მეტი ნახვრეტია, მით უფრო აფასებენ ღმერთები ამას და მოწყალებას უფრო მეტს გაიღებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100