“ალ–ქაიდას“ ახალი ლიდერი ჰყავს

"ალ-ქაიდას" დაჯგუფების დროებითი ლიდერი 48 წლის საიფ ალ-ადელი გახდა - ასეთია ექსპერტების დასკვნა, რომელთა აზრითაც, ალ–ადელი სავარაუდოდ, დაჯგუფების სამხედრო მეთაური იქნება და ოპერაციებს უხელმძღვანელებს.

"ალ-ქაიდას" მუდმივი ლიდერი კი აიმან აზ ზავახირი გახდება.


უცხოური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ამის შესახებ "ალ-ქაიდას" საკითხებში მსოფლიო ექსპერტმა ნომან ბენოტმანმა განაცხადა, რომელიც უსამა ბინ ლადენის ყოფილი დამხმარეა.

აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ალ-ადელი ხელმძღვანელობდა კენიასა და ტანზანიაში ამერიკის საელჩოების აფეთქებებს. გავრცელებული ინფორმაციით, ალ-ადელმა ტერორისტული ორგანიზაციისთვის სუდანსა და ავღანეთში საწვრთნელი ბაზები შექმნა. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ვარაუდობენ, რომ ის ირანს, ავღანეთს ან პაკისტანს აფარებს თავს.

http://itv.ge/?m=16&&CID=15858

კომენტარი