სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რამაზ ჩხიკვაძე: ასეთი იყო თბილისი

თბილისში ვიზრდებოდი. უსაყვარლესი ქალაქი იყო თბილისი, ლამაზი, სუფთა, პატარა, ყველას ერთმანეთი უყვარდა და ერთმანეთით ცხოვრობდა, ქალი უყვარდათ, სუფრის რიდი ჰქონდათ, იქ სადაც პური და მარილი შეიჭმებოდა ვინ იკადრებდა აყალმაყალის ატეხვას.

სადაც არ უნდა შევსულიყავით იმ ოჯახს თავიდან ბოლომდე პატივს ვსცემდით, როგორ გაბედავდა ვინმეს ქალის თვალწინ ებისლწიტყვავა და ხელი ვინმესთვის გაერტყა, ქალს ჩხუბს როგორ დავანახებდით, ხშირიც არ იყო ასეთი რაღაცეები, ათასში ერთხელ...

ხოლო სადაც ახლა მე ვცხოვრობ, აქ ერთ დროს არაფერი იყო, ტურები დარბოდნენ. აქ ვინ მოვიდოდა საცხოვრებლად?! სადაც ახლა სპორტის სასახლეა, იქ ბაზრობა იყო. ის ადგილი ისე შორს იყო ჩემთვის, როგორც ლილოა. საბურთალოს ბაზარზე რომ წავიდოდით ხოლმე , ასე მეგონა ძალიან შორს მივდიოდით, ახლა თვალს რომ ვავლებ ჩემს განვლილ ცხოვრებას, მიუხედავად ქვეყანაში დიდი გასაჭირისა ხალხს ერთმანეთი გვიყვარდა და ძალიან კარგი დრო ყოფილა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100