სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანი ბავშვი 6 წლის ასაკში... 91 კგ- ია (ვიდეო)

სუმან ხათუნი - 6 წლის გოგონა დასავლეთ ბენგალიიდან ექვსი წლის ასაკში 91 კგ-ს იწონის და მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიან ბავშვად ითვლება. ერთი წლის წინ მის სხეულის მასა 75 კგ-ს შეადგენდა.

სუმანი ღარიბ ოჯახში ცხოვრობს, ამიტომაც მამის მიერ ფიზიკური დატვირთვით მიღებული ფინანსური ანაზღაურება თითქმის მთლიანად გოგონას გამოკვებას ხმარდება: ერთი კვირის განმავლობაში სუმანი დაახლოებით 8 კგ კარტოფილს, 14 კგ ბრინჯს, 8 კგ თევზს და დაახლოებით 200 ბანანს მიირთმევს, თუმცა ამ ჩამონათვალში არ შედის სასუსნავი ტკბილეულის სახით, რაზეც, როგორც წესი, ბავშვები უარს არ ამბობენ. როცა სახლში პროვიანტის მარაგი იწურება, გოგონა მეზობლებს სტუმრობს.

მართალია, მშობლები მაინცდამაინც აღფრთოვანებულები არ არიან პატარას მადის გამო, მაგრამ ყველაფერში თავიანთ თავს ადანაშაულებენ. დედა გამოტყდა, რონ როცა სუმანი წელიწადზე მეტის გახდა და რძის გარდა, სხვა საკვების მიღება უკვე შეეძლო, მას მაინც რძეს ასმევდნენ და მასში გადამუშავებულ ხორბალს ურევდნენ, რომ ბავშვი მშიერი არ დარჩენილიყო. მაშინ ოჯახი კიდევ უფრო ხელმოკლედ ცხოვრობდა, რძე კი საკმაოდ ძვირი ღირდა და სხვა პროდუქტებისთვის ფული აღარ რჩებოდათ.

ხორბალშერეული რძის მიღების შემდეგ პატარა სუმანმა დედ-მამის თვალწინ დაიწყო გასუქება და ცოტა ხანში ეს პროცესი უკონტროლო გახდა - ბავშვი სულ უფრო და უფრო მეტ საკვებს ითხოვდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100