სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსწავლემ თავი თანაკლასელების თვალწინ მოიკლა

ოკლაჰომას შტატის ქალაქ სტილუოტერის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, 26 სექტემბერს თავი თანაკლასელების თვალწინ მოიკლა.

13 წლის კეიდ პულოსმა სუიციდი გაკვეთილის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სკოლის დერეფანში ჩაიდინა. თვითმკვლელობის დროს მას ბეტმენის ფორმა ეცვა.

მასწავლებლების თქმით დერეფანში გასროლის დროს სხვა მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და მედიცინის წარმომადგენლები დაუყოვნებლივ მივიდნენ, მაგრამ მოზარდი ადგილზევე გარდაიცვალა.

თუ რამ უბიძგა 13 წლის ბავშვს თვითმკვლელობისკენ ჯერჯერობით უცნობია. ამ ეტაპზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცავებმა მოზარდის მშობლები და მეგობრები დაკითხეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100