სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წინდები, რომლებიც ფეხსაცმელზე უარის თქმის უფლებას იძლევიან (ფოტო)

კომპანია BAREFOOT-მა შექმნა წინდები, რომლითაც სიარული ფეხსაცმლის გარეშე არის შესაძლებელი.

ქსოვილი, რომლითაც წინდებია შექმნილი ადამიანს მაქსიმალურ კომფორტს აღუთქვამს. მისი მომხმარებლები თავს ისე გრძნობენ, თითქოს სრულებით ფეხშიშველნი დაიარებიან. ამ პროექტის მიზანიც სწორედ ეს გახლავთ. ქსოვილი იმდენად მტკიცეა, რომ მას ფეხსაცმლის ვერცერთი ლანჩი ვერ გაუწევს კონკურენციას.

კომპანიამ წინდების ორი ვარიანტი, გრძელყელიანი და დაბალყელიანი, შექმნა. მათი ღირებულება 45 ევროდან იწყება.

პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ წინდები იდეალურია მათთვის, ვისაც ფეხსაცმლის გარეშე სიარული უყვარს, მაგრამ ყოვედღიური ცხოვრება მათ ამის უფლებას არ აძლევს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100