სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მე მონსტრი არ ვარ!“ - ჩინელი ქალბატონი სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნდა (ფოტო)

რამდენიმე კვირის წინ „დრონი.ჯიმ“ შემოგთავაზათ სტატია, „მე მონსტრი არ ვარ“ - ჩინელი ქალბატონი, რომელიც საშინელი დაავადებით იტანჯება.

სტატიაში საუბარი იყო 40 წლის ლი ჰონგფანგზე, რომელსაც სახეზე რამდენიმე სიმსივნური წარმონაქმნი ჰქონდა, ამის გამო კი ლი სრულებით იყო მოწყვეტილი გარესამყაროს. მას ამ საშინელმა დაავადებამ ოჯახიც დაუნგრია. იგი შვილებმა და მეუღლემ მიატოვეს.

ლის ქირურგიული ჩარევისთვის 60 ათასი ამერიკული დოლარი ესაჭიროებოდა. მისი ისტორია მსოფლიოს სხვადასხვა მედიასაშულებებმა სააშკარაოზე გამოიტანეს. შედეგად კი ერთ-ერთმა სამედიცინო დაწესებულებამ მას ოპერაციის ჩატარება შესთავაზა.

ჯეროჯერობით დაწვრილებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, ქირურგიული ჩარევის შედეგი ფოტოების მეშვეობით თავად შეგიძლიათ შეაფასოთ. ლი ადამიანის კეთილმა ნებამ სრულფასოვან ცხოვრებას დაუბრუნა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100