სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აზარტის მოყვარული ტურისტი, რომელიც სიკვდილის წინ საკუთარ შეყვარებულს ესაუბრებოდა...

ბრიტანელმა ტურისტმა სამი საათი კლდეზე დაკიდებულმა გაატარა და ამ ხნის განმავლობაში სრულებით მშვიდად ესაუბრებოდა საკუთარ შეყვარებულს. სამი საათის შემდეგ კი ქარმა გაწყვიტა ის თოკი, რომელიც ტურისტს იჭერდა და იგი 70 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.

ჯეკ სიმკინსი საბერძნეთის ერთ-ერთი კლდიდან პარაშუტიტ გადმოხტა და იგი ლოდს გამოედო, შედეგად კი თავის გამონთავისუფლება ვერ შეძლო.

41 წლის სიმკინსმა აღნიშნული ინცინდენტის შემდეგ თავის პარტნიორ გოგონას, რომელიც შვიდი თვის ფეხმძიმე გახლავთ, დაურეკა და სთხოვა მაშველები გამოეგზავნა.

სამწუხაროდ ლონდონიდან სიმკინსის მეწყვილეს საბერძნეთის სამაშველო სამსახურებთან დაკავშირება გაუჭირდა. ამიტამ მოგვიანებით პარტნიორის მეგობართან დარეკა, რომელიც ათენში იმყოფებოდა და აღნიშნული ვითარება შეატყობინა. ჯეკის მეგობარმა დანიშნულების ადგილზე მაშველები მიიყვანა.

ანიტა ამბობს: „ის ერთი წამითაც არ ანერვიულებულა. პირიქით, მე მამშვიდებდა და მეუბნებოდა, რომ ყოველივე კარგად იქნებოდა“.

როგორც ცნობილია, ჯეკმა მაშველებს სთხოვა თოკი გადაეგდოთ მისთვის ისე, რომ დაბლა ჩაცოცება შესძლებოდა. თუმცა თოკის ძიებაში როგორ შეიძლებოდა სამი საათი გასულიყო?

თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ ჯეკი მაშველებს გამუდმებით ემუდარებოდა კლდეზე მცოცავები მიეყვანათ, რათა მისი ჩამოყვანა შეძლებოდათ.

ჯეკის მეგობარმა აღნიშნა: „ეს საშინელი ტრაგედიაა. ჯეკი კარგი ადამიანი იყო და კარგად იცოდა რასაც აკეთებდა. მაგრამ სამწუხაროდ მან სიცოცხლე ისეთივე ექსტრემით დაასრულა, როგორითაც 41 წლის მანძილზე ცხოვრობდა“.

ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს:“მე მაშველებს ვთხოვდი ათენიდან სპეციალისტები ჩამოეყვანათ, მაგარმ არავინ მისმენდა. სამი საათი გავიდა და მათ ჯეკისთვის ჩასაშვებად თოკიც ვერ იპოვეს. ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია?“

სიმკინსი სამი საათის შემდე 70 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა. ეს ყოველივე გასულ პარასკევს მოხდა. მისი პარტნიორი კი ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

წყვილი იმედოვნებდა, რომ შვილის შეძენის შემდეგ დაქორწინდებოდნენ.

მომზადებულია გამომცემლობა Guardian-ზე დაყრდნობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100